იმესაშვილის და ღუნაშვილის ბრწყინვალე გოლები | 15-წლამდე ნაკრები პენალტებში დამარცხდა
ერევნის განვითარების თასზე დასკვნით შეხვედრაში სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა სომხეთთან ფრედ 2:2 ითამაშა, პენალტების სერია სომხეთმა 2:1 მოიგო.
შეხვედრაში ანგარიში სომხეთმა გახსნა, გაბრიელ იმესაშვილმა შესანიშნავად იმოქმედა, მცველი ჩამოიშორა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში გიორგი ღუნაშვილმა მეტოქის ფეხბურთელი ოსტატურად მოატყუა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრები დააწინაურა - 1:2. სომხეთმა პენალტიდან წონასწორობა აღადგინა და შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც სომხები უკეთესები იყვნენ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ღუნაშვილი დასახელდა.
ერევნის განვითარების თასზე საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა სამი მატჩი გამართა. სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, ტურნირის რეგლამენტის მიხედვით სამივე მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა. მოლდოვასთან და უზბეკეთთან 1:1 ვითამაშეთ. პენალტების სერიაში მოლდოვასთან 2:3 წავაგეთ, უზბეკეთს 5:3 მოვუგეთ.
15-წლამდე ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა:
მეკარეები: ნიკოლოზ კაჭახიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ასამბაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), დანიელ ქარაია (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: დემეტრე ფანცულაია (დინამო თბილისი), ლუკა ვაშაკიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ბადურაშვილი (იბერია 1999), ალექსანდრე ჩიქოვანი (დინამო თბილისი), მათე ეთერია (დინამო თბილისი), ლაშა ქობალავა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), ბადრი შალიკიანი (იბერია 1999), ირაკლი კორკელია (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ყულიაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ დაღუნდარიძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩიქობავა (დაუნთაუნ იუნაიტედი, აშშ), დავით ფეტვიაშვილი (ატლეტიკი თბილისი), გაბრიელ იმესაშვილი (დინამო თბილისი), ცოტნე ცხელიშვილი (გლდანი).
თავდამსხმელები: გიორგი სადილიანი (ტორპედო ქუთაისი), გაბრიელ მუჯრიშვილი (იბერია 1999), დემეტრე ჯანაშია (დინამო თბილისი), შალვა კაკულია (გლდანი), სერაფიმე კაზაროვი (დინამო თბილისი), გიორგი ღუნაშვილი (დინამო თბილისი).