ქსკ ლანჩხუთი
Aa
Aa

ქალთა ლიგა - ლანჩხუთმა მოქმედი ჩემპიონი ნიკე-ლუსო დაამარცხა

საქართველოს ქალთა ლიგაში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ლანჩხუთმა მოქმედ ჩემპიონს ნიკე-ლუსოს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა სულ მალე სტუმრებს მსაჯმა მოედნიდან ლეგიონერი ნაბირიე გაუძევა. ამის შემდეგ, მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ნინო ბუხრიკიძემ ანგარიში გახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ გაგა კირკიტაძის გუნდი კაცნაკლული იყო, ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. თავი ირინა ხაბურზანიამ გამოიჩინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარმა მთლიანად გიორგი ჩხაიძის გუნდის უპირატესობით ჩაიარა. გურულები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ნიკე-ლუსოს მეკარე თათია გაბუნია საოცარ მოგერიებებს ასრულებდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე, გაბუნიამ კიდევ ერთხელ, სუპერ მოგერიებით თავისი გუნდი გადაარჩინა, მაგრამ კუთხური დაინიშნა, რომელსაც სტუმართა გუნდის კარში გაბრიელა კამარგოს გოლი მოყვა - ლანჩხუთმა გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით გიორგი ჩხაიძის გუნდი ქულათა რაოდენობით ნიკე-ლუსოს გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები