“მიდით რკინებო“ - პეპს ვესტ ჰემის იმედი აქვს
ბრენტფორდის დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე პეპ გუარდიოლამ ვესტ ჰემს ნახევრად ხუმრობით მოუწოდა - “Come on you irons”(მიდით რკინებო).
ეტიჰადზე მოგების შემდეგ სიტიმ არსენალთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა მიკელ არტეტას გუნდი საჩემპიონო გზას მაინც თავად აკონტროლებს — თუ ბოლო სამივე მატჩს მოიგებს, მათ შორის პირველ შეხვედრას „ვესტ ჰემთან“, ვერავინ დაეწევა.
ამის კარგად გაცნობიერებულმა გვარდიოლამ „ვესტ ჰემის“ ემბლემის სიმბოლოს იმიტაცია გააკეთა და ღიმილით თქვა: „Come on you Irons.“
გვარდიოლას ჰკითხეს, ელოდა თუ არა კიდევ მოულოდნელობებს ტიტულის ბრძოლაში. მან უპასუხა: „არ ვიცი. ვებრძვით გუნდს, რომელიც ძალიან ჰგავს წარსულის ლივერპულს — გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშია წაუგებლად და თითქმის მთელი სეზონი ლიგის სათავეში იყო. ყველაფერი ჩვენს ხელში არ არის, ამიტომ მათ ქულების დაკარგვაზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ოთხშაბათს ისევ მოვიგოთ.“
მან ასევე აღნიშნა, რომ კალენდარი ურთულესია: ჯერ „კრისტალ პალასი“, შემდეგ FA Cup-ის ფინალი ჩელსის წინააღმდეგ, შემდეგ სტუმრად „ბორნმუთთან“ და სეზონის ბოლოს „ასტონ ვილასთან“.
„ორი კვირაა დარჩენილი და სეზონი დასრულდება. ეს მიყვარს. ისევ აქ ყოფნა მიყვარს. მეორე ადგილზე გასვლაც მინიმუმია. კარაბაოს თასი უკვე მოვიგეთ, ხოლო უემბლიზე თასის ფინალი სეზონის ყველაზე ლამაზი დღეა,“ — თქვა გუარდიოლამ.