ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ინდივიდუალურად ვარჯიშობს“ - ბოლო ცნობები ზურიკოს მდგომარეობაზე

ფრანგული გამოცემა Peuple Vert-ი „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე წერს. როგორც „მწვანეებთან“ დაახლოებული გამოცემა იტყობინება, ზურიკომ და კიდევ ერთმა ტრავმირებულმა, აიმან მუფეკმა ვარჯიში განაახლეს.

„ორივე ფეხბურთელმა ინდივიდუალურად, ფიზმომზადების მწვრთნელთან ივარჯიშა. ისინი რეაბილიტაციის პროცესში არიან. შეძლებენ თუ არა ისინი შაბათს ჩანიშნულ მატჩში მონაწილეობას? ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.

მათი დაბრუნება საგრძნობლად გაზრდიდა „მწვანეების“ შემტევ პოტენციალს. დავითაშვილის არყოფნა „სენტ-ეტიენს“ ყველაზე მეტად დაეტყო. მის გარეშე გუნდმა ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა“.

„სენტ-ეტიენს“ 57 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლე მანს“ 2 ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში „ლე მანი“ სტუმრად „ბასტიას“ ეთამაშება, რომელიც ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. თუ „ლე მანმა“ ქულები დაკარგა და „სენტ-ეტიენმა“ გაიმარჯვა, „მწვანეები“ საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში ლიგა 2-ში უპირატესობა ბურთების სხვაობას ენიჭება. „სენტ-ეტიენს“ +16 აქვს, „ლე მანს“ — +17, თუმცა „მწვანეებს“ 54 გოლი აქვთ გატანილი და ერთბურთიანი გამარჯვებაც აწყობთ, რადგან „ლე მანის“ ანგარიშზე 48 გოლია და თანაბარი სხვაობის შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი გატანილი გოლების რაოდენობაა.

„ლე მანის“ გარდა, „რედ სტარის“ ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელსაც ასევე 57 ქულა აქვს. „ამიენთან“ ქულების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია, „სენტ-ეტიენმა“ მესამე ადგილი დაკარგოს და მიზნის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მოუწიოს — ნახევარფინალი, ფინალი და შემდეგ პლეიაუტის მატჩი ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან, რომელიც სავარაუდოდ „ოსერი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადრანი ლიდერობას თავისი ქმედებებით ავლენს | ბეითარის მწვრთნელმა ქართველი შეაქო
გადრანი ლიდერობას თავისი ქმედებებით ავლენს | ბეითარის მწვრთნელმა ქართველი შეაქო