მონტანიე: “მძიმე საღამო იყო, დღეს ზურიკო დავკარგეთ“
ფრანგული სენტ-ეტიენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა — გუნდი ლიგა 2-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ამჯერად უშუალო კონკურენტთან, ტრუასთან საკუთარ მოედანზე 0:3 განადგურდა. ამ შედეგმა კლუბის სატურნირო პერსპექტივა კიდევ უფრო გაართულა.
მატჩის მთავარი ნეგატიური მოვლენა კი ზურიკო დავითაშვილის ტრავმა გახდა. ქართველი შემტევი თამაშის მიმდინარეობისას დაზიანდა და, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა სერიოზული ტრავმა ჰქონდეს, რაც სეზონის დარჩენილ ნაწილში მის მონაწილეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიე მსაჯის მისამართით მკვეთრი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, დავითაშვილის ტრავმა უხეშ თამაშს მოჰყვა, თუმცა ეპიზოდი სათანადოდ არ შეფასდა:
„ვფიქრობ, პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით და ტაიმის მოგებას ვიმსახურებდით. განსაკუთრებით გაბრაზებული ვარ იმ ეპიზოდზე, რომელმაც დავითაშვილის კოჭის ტრავმა გამოიწვია — ასეთი უხეშობა დაუსჯელი დარჩა, ჯარიმაც კი არ დაინიშნა,
მსაჯები ფეხბურთელების დასაცავად არსებობენ. დღეს დავკარგეთ ზურიკო, მანამდე — ლე კარდინალი და ლამბა. ეს ძალიან მძიმე საღამო იყო. ახლა პროგნოზების გაკეთება რთულია — ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. ეს მატჩი იმ გუნდმა მოიგო, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა. ჩვენ საკუთარ შეცდომებს გადავყევით,“
შეგახსენებთ, რომ სენტ-ეტიენი ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ამის გამო სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დაქვეითდა.
რაც შეეხება ზურიკოს, ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ლიგა 2-ში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილს იაკვებს.