გაგუას და კაპანაძის საგოლე პასები | ქართველების დაპირისპირება სლოვაკეთში
სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო ექვსეულის მე-7 ტურში ჟილინამ შინ დუნაისკა სტრედა 3:1 დაამარცხა.
ჟილინას სასტარტოში გიორგი გაგუამ ითამაშა, 36-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, მისი გადაცემის შემდეგ გრუბერმა ანგარიში გახსნა. ჟილინას მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 59-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და 63-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, ამ გოლით ანგარიში 2:1 გახდა. მოკლედ, გამარჯვებაში ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი წვლილი შეიტანეს.
გიორგი გაგუა, რომელმაც მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა, ჟილინასთან 90 წუთი მოედანზე იყო.
24 წლის მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, ეს მისი მესამე საგოლე პასია.
ჟილინას ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სანდრო ნარიმანიძემ სასტარტოში 90 წუთი ითამაშა.
ამ მომენტში სლოვანი 59 ქულით პირველზეა, დუნაისკა სტრედა 59 ქულით მეორე ადგილზეა, ტრნავას აქტივში 50 ქულაა, ჟილინა 49 ქულით მეოთხეა. დღეს სლოვანი ტრანავას ესტუმრება. თუ სლოვანი მოიგებს, მეორეადგილოსანთან 7-ქულიანი უპირატესობა ექნება. სეზონის დასრულებამდე წინ კიდევ სამი ტურია. მეორე ადგილზე გასული გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ასე რომ, ჟილინას აღნიშნულ ტურნირზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს.