„რონალდუ და ჰოლანდიც ასე აზროვნებენ“ - ცნობილი მზარეული კვების საიდუმლოებებზე
არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ მთლიანად სპორტში სწორ კვებას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და საფეხბურთო ვარსკვლავების უმეტესობას პირადი მზარეულები ჰყავთ დაქირავებული, რომლებიც მათ ბევრ სასარგებლო რჩევებს აძლევენ და სწორ რაციონს უდგენენ. ამ მხრივ მთელ მსოფლიოში ცნობილი მზარეულია ჯორჯო ბარონე, რომელიც ადრე კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობდა, ახლა კი მისი სხვადასხვა რეკომენდაციებით ერლინგ ჰოლანდიც სარგებლობს. ბარონემ სწორ კვებასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ადამიანები ალბათ ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებიც სხვა ცხოველების რძეს სვამენ. ხბოც კი რძით მხოლოდ საწყისი სამი თვის განმავლობაში იკვებება, მაშინ როდესაც ადამიანები 30, 40, 50 და 60 წლის ასაკშიც სვამენ, რაც ჩემი აზრით არასწორია.
მე მივესალმები ერლინგ ჰოლანდის დიეტას, რომელიც სუბპროდუქტების ჭამას გულისხმობს - ღვიძლის, გულისა და ტვინის მიღება ძალიან სასარგებლოა. სხვათა შორის ღვიძლს ხშირად მიირთმევდა კრიშტიანუ რონალდუც და მისი მიდგომებიც ძალიან მომწონდა“.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ახლაც, კარიერის ბოლოს მუდმივად იცავს დიეტას, რეჟიმს და ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი საკვები მიიღოს, რითაც ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას მაქსიმალურად ახერხებს.