კომპანი: ბუნდესლიგის მოგება ისეთი ადვილი არ არის, როგორც შორიდან ჩანს
„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, საზოგადოების იმ აზრის შესახებ გააკეთა კომენტარი, თითქოს მიუნხენური კლუბისთვის ბუნდესლიგის მოგება ადვილია.
„ბუნდესლიგის მოგება ადვილი არ არის. ლიგის დონის ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ვინც გერმანიის თასზე „შტუტგარტისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩს უყურა.
პრემიერ ლიგის კლუბებმა ბუნდესლიგიდან ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი შეიძინეს.
საუკეთესო ტალანტების შემდეგი თაობა გერმანიაშია - ესენი არიან იოან მანზამბი, იუიტო სუძუკი, ბილალ ელ-ხანუსი. ისინი ფეხბურთს თამაშობენ. ორივე გუნდმა მაქსიმუმი გაიღო. აქ წარმატების მიღწევა რთულია.
შორიდან ისე ჩანს, თითქოს ეს (ჩემპიონატში გამარჯვება) იმაზე მარტივია, ვიდრე სინამდვილეშია, მაგრამ ეს დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენ ვამაყობთ საკუთარი თავით და გვსურს, ასე გავაგრძელოთ“,
- განაცხადა ვენსან კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენელები გერმანიის ჩემპიონები 35-ედ გახდნენ.