ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი, მაურო მელუზო
Aa
Aa

„დე ლაურენტისმა იმიტომ გაყიდა, რომ გუნდის დასუსტება არ სურდა“ - მელუზო კვარას ტრანსფერზე

„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ აურელიო დე ლაურენტისი ქართველ და ნიგერიელ ფეხბურთელებს არ გაუშვებდა, გუნდი დასუსტდებოდა.

რას ამბობს მელუზო:

„პსჟ-ს 200 მილიონიანი შეთავაზება ოსიმენისა და კვარაცხელიას სანაცვლოდ? მოვლენების შემდეგ ამაზე საუბარი მარტივია. დე ლაურენტისმა ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ „ნაპოლის“ დასუსტება არ სურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გულშემატკივრებისთვის და გუნდის გარემოცვისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნებოდა.“

„მე თავად ვიყავი ერთი უიღბლო და რთული სეზონის მონაწილე და პასუხისმგებელი პირი. მხოლოდ დე ლაურენტისისა და კონტეს დიდმა ძალისხმევამ შემოატრიალა ეს ტენდენცია. ახლა კი სამომავლოდ სიცხადეა საჭირო.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისგან“ გასული წლის ზამთარში, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. რაც შეეხება ოსიმენს, ნიგერიელი შემტევი „გალათასარაიში“ თამაშობს და თურქულმა კლუბმა მის ტრანსფერში 75 მილიონი ევრო გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის“ - ვუდმენი მამარდაშვილზე
„იმედია, რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის“ - ვუდმენი მამარდაშვილზე