ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

რამ განაპირობა იტალიური ფეხბურთის რეგრესი | ბუფონმა 3 მიზეზი დაასახელა

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიური ფეხბურთის რეგრესზე ისაუბრა. ლეგენდარული მეკარე „სკუადრა აძურას“ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა და დაასახელა სამი მიზეზი, რამაც, მისი აზრით, ეს შედეგი გამოიწვია.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლა იტალიური ფეხბურთისთვის და პირადად ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. 12 წლის წინ ეს რომ ეთქვათ, ვუპასუხებდი: „1 000 უცხოპლანეტელს უფრო მარტივად ნახავთ, ვიდრე იტალია ზედიზედ სამ მუნდიალზე ვერ გავა.“

სამწუხაროდ, ახლა ასეთი რეალობა გვაქვს და ცვლილებები გვესაჭიროება. გვაქვს პოტენციალი, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ვაღიაროთ, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს.

რამ განაპირობა იტალიური ფეხბურთის რეგრესი? ვიტყოდი, რომ სამი აშკარა მიზეზია. პირველი — გლობალიზაცია, რამაც ყველა ნაკრები კონკურენტუნარიანი გახადა და ფეხბურთის საშუალო დონე აამაღლა. მეორე — 15 წლის წინ, როდესაც ვიმარჯვებდით, ტაქტიკურად მეტოქეებზე ძლიერები ვიყავით. და მესამე, ფანტასტიკური ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ კრეატიული ტალანტები გვაკლია — ისეთები, როგორებიც ბაჯო, დელ პიერო და ტოტი იყვნენ. ისინი გუნდს გამარჯვებაში ეხმარებოდნენ.“

ცნობისთვის, იტალიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა. „სკუადრა აძურამ“ პენალტების სერიაში წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ მოიგებს პრემიერლიგას - არსენ ვენგერის პროგნოზი
ვინ მოიგებს პრემიერლიგას - არსენ ვენგერის პროგნოზი