„მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა“ - მარსელინო ოვიედოსთან მატჩის წინ
„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა „ოვიედოსთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ოვიედო“ თავის საუკეთესო ფორმაშია და ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ისინი გასავარდნ ზონაში არიან, მაგრამ ამჟამინდელი ფორმა გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს. საკუთარ კედლებში „ოვიედო“ ცოტა გოლს უშვებს, ბოლო რამდენიმე მატჩში კი კარი მშრალად შეინახეს, ამიტომ ძალიან რთულ მატჩს ველოდებით.
მოსაგებად ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორ ეს ბილბაოში მოხდა. მინდა აღვნიშნო ის, რომ დამსახურებულად ვართ იქ, სადაც ვართ. ეს ისტორიული სეზონია და გვინდა, ის რაც შეიძლება კარგად დავასრულოთ.
ძალიან ახლოს ვართ ჩემპიონთა ლიგასთან. ასევე, შეგვიძლია სეზონი მესამე ადგილზე დავასრულოთ. ეს შესანიშნავი გამოწვევაა, რომელიც ფეხბურთელებს განსაკუთრებულ მოტივაციას აძლევს“.
ცნობისთვის, ოვიედო-ვილიარეალის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება. სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გიორგი მიქაუტაძის გუნდი 61 ქულით მესამე ადგილზეა, ატლეტიკო კი 57 ქულით მეოთხეზეა.