ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ბრწყინვალე იპონი 15 წამით ადრე | ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს  ეთერ ლიპარტელიანი ფინალში ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევის დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ლიპარტელიანმა ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.) ნორვეგიელ ელისა ბიუეროსს 4 იუკოს იპირატესობით მოუგო, იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს - იუკოთი, 1/4 ფინალში რუსი ქსენია გალიცკაია დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, ნახევარფინალში მარიცა პერისიჩს დამატებით დროში იპონით მოუგო.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში სამი მედალია, პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, დღეს კი ფინალში თავიანთი შეხვედრები ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი - სარდალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
დასანანი მარცხი - სარდალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია