პოლონური მედია: კაკაბაძემ შესაძლოა კრაკოვია დატოვოს
პოლონური გამოცემა Gol24 ოთარ კაკაბაძის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერს:
„გასულ ზამთარში „კრაკოვიამ“ ერთ-ერთი ლიდერი მიქელ მაიგაარდი დაკარგა, რომელიც მოულოდნელად პირველი ლიგის გუნდში, „ვიეჩისტა კრაკოვში“ გადავიდა. ახლა კი შესაძლოა იგივე გზას გუნდის კაპიტანიც დაადგეს.
საქმე ეხება ოთარ კაკაბაძეს, რომელიც 2021 წლიდან „პასის“ წევრია. 30 წლის მარჯვენა მცველს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, რაც ნიშნავს, რომ მისი ტრანსფერი იაფი არ იქნება და მსურველ კლუბს შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევს.
„ვიეჩისტა კრაკოვის“ მთავარი მიზანი PKO Ekstraklasa-ში გადასვლაა. სწორედ ამ მიზნით მათ ზამთარში მაიგაარდი დაახლოებით 300,000 ევროდ დაიმატეს — დანიელმა ახალ გუნდში უკვე 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიუხედავად გაძლიერებისა, გუნდი ამ ეტაპზე მე-8 ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 7 ქულით ჩამორჩება. პლეი-ოფის ზონამდე მხოლოდ 1 ქულაა, თუმცა როგორც გამოცდილება აჩვენებს, პლეი-ოფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რაც შეეხება კაკაბაძეს, ის ამჟამად ტრავმას მკურნალობს და მოედანზე დაბრუნებას აპრილის ბოლოს ელოდებიან. Transfermarkt-ის შეფასებით, ქართველი მცველის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ევროა.
თუ ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება, „ვიეჩისტას“ მოუწევს სოლიდური თანხის გადახდა, თუმცა კლუბის ამბიციებიდან გამომდინარე, მსგავსი ნაბიჯი სრულიად მოსალოდნელად მიიჩნევა.“
???? Wieczysta Kraków is interested in signing Otar Kakabadze from Cracovia.https://t.co/izO4Sr4kKi#Ekstraklasa #PolskaPiłka #ფეხბურთი
— TransferFeed (@transferfeedcom) April 7, 2026