ვინისიუსი: რეალთან კონტრაქტს შესაფერის მომენტში გავახანგრძლივებ
„რეალის“ ვინგერმა, ვინისიუს ჟუნიორმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ გასამართი პირველი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
ბრაზილიელის მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
„იმედი მაქვს, „რეალში“ დიდი ხნით დარჩენას შევძლებ. კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მრჩება, მაგრამ ძალიან მშვიდად ვარ. პრეზიდენტი მენდობა. შესაფერის მომენტში კონტრაქტს გავახანგრძლივებ და აქ დიდი ხნით დავრჩები, რადგან ეს ჩემი ოცნების კლუბია“, — განაცხადა ვინისიუსმა.
გარდა ამისა, ბრაზილიელმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოახერხა გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ჩაბი ალონსოსთან ურთიერთობის დალაგება.
„ვთამაშობდი, მაგრამ არც ისე ბევრი წუთით. ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდები აქვს და მასთან ისეთი კონტაქტის დამყარება ვერ შევძელი, როგორიც მას სურდა. თუმცა, ეს სასარგებლო გამოცდილება იყო და ვიმედოვნებ, რომ არბელოას ხელმძღვანელობით თამაშს გავაგრძელებ, რადგან მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ის ყოველთვის თავდაჯერებულობას მმატებდა, – განაცხადა ვინისიუსმა.
შეგხსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი სამეფი გუნდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მისი ღირებულება კი Transfermarkt-ზე 150 მილიონ ევროს შეადგენს.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე მოქმედება შეასრულა.