გიორგი ჩიტაური, თორნიკე კვარაცხელია, ნიკოლოზ სახვაძე
Aa
Aa

კვარას ბრწყინვალე გოლი და საგოლე პასი | ბულგარეთთან პენალტების სერიაში დავმარცხდით

UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ბულგარეთს 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში ბულგარეთმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, ბულგარეთის ნაკრებმა 5:3 მოიგო.

ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლით გახსნა, ბულგარელ მცველებს აჯობა და მეკარეს ახლო კუთხეში შეუგდო. ბულგარეთს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა კალოიან ნედევმა პენალტი ვერ გამოიყენა, ბურთი კარის ძელს გაარტყა. საქართველოს ნაკრების მეორე გოლიც კვარაცხელიას აქტიურობას მოჰყვა, მეკარის პასი ჩაჭრა და მისი გადაცემით ნიკოლოზ სახვაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში ტომი ნადჟიევის საგოლე პასით ალეკსანდრ სირაკოვმა ანგარიში შეამცირა. მე-4 დამატებულ წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი შეცდა, ალეკსანდრ სირაკოვმა დუბლი შეასრულა.

პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებიდან კაპიტანმა ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ სახვაძემ გაიტანეს. თერთმეტმეტრიანი დემეტრე ქურასბედიანმა ვერ გამოიყენა, მეკარემ აუღო.

გიორგი ჩიტაურმა სამხრეთ აფრიკასთან მოგებული მატჩის შემდეგ სასტარტოში 1 ცვლილებაც არ განახორციელა, გუნდი ზუსტად იგივე შემადგენლობით ათამაშა: მეტონიძე, კობზონაძე, თომაევი, ფოცხვერია (კაპიტანი), ხარაზი, კაკულია, ჩიქოვანი, დუმბაძე, მაჭარაშვილი, კვარაცხელია (დგებუაძე 73), სახვაძე

შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მე-15 წუთზე ნიკოლოზ თომაევის საგოლე პასით ჯუმბერ დუმბაძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში, 57-ე და 67-ე წუთებზე, ნიკოლოზ სახვაძემ დუბლი შეასრულა, ორივე გოლისას საგოლე პასი თორნიკე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ბულგარეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველომ მეორე მატჩი გამართა, პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკას 3:0 მოუგო, მესამე ტურში კოსოვოს შევხვდებით (8 აპრილი, 12:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა