გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

როდის გეგმავს ალისონი დაბრუნებას | ბრაზილიელმა მეკარემ განცხადება გაავრცელა

„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ახალი ტრავმა არ მიუღია და სურს, მოედანს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დაუბრუნდეს.

„ახალი ტრავმა არ მიმიღია. მკურნალობის ფაზაში ვარ და გეგმა არის, რომ აპრილის ბოლოსკენ სრულ სათამაშო კონდიციებში ვიყო“, — განაცხადა ალისონმა.

„ლივერპულს“ აპრილში მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის. 4-ში „წითლები“ ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან. 8-ში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი გაიმართება და „ლივერპული“ სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

11 აპრილს არნე სლოტის გუნდი „ენფილდზე“ „ფულემს“ მიიღებს, ხოლო სამი დღის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენთან“ განმეორებითი თამაში ელოდება. 19 აპრილს მერსისაიდული დერბი და „ევერტონთან“ მატჩია ჩანიშნული, ხოლო თვე „კრისტალ პალასთან“ მატჩით დასრულდება. ამ შეხვედრებში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და ქართველ მეკარეს მნიშვნელოვანი გამოცდა ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს | კასანო კვარაზე
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს | კასანო კვარაზე