თოკო პლეი-ოფშია - "ბასკონიამ" "მაკაბი" დაამარცხა
"ევროლიგის" რიგით 29-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ". ბასკებმა უშუალო კონკურენტი "თელ ავივის მაკაბი" დაამარცხეს და პლეიოფის საგზური გაინაღდეს.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 19:46 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. თოკომ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ორჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
"ბასკონიას" იოჰანეს ვოიტმანმა ულიდერა 14 ქულით. 11 ქულა მიითვალა პატრიციო გარინომ, სათადარიგო სკამიდან კი 10 ქულა შესძინა გუნდს როდრიგო ბობოამ.
"მაკაბის" მხრიდან დეშონ ტომასი გამოირჩა 12 ქულით. 10 ქულა შესძინა გუნდს ნორის კოულმა. 11 ქულა ჩაიწერა აქტივში ალექს ტაიუსმა.
"ბასკონიას" ამ გამარჯვების შემდეგ 16 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ბასკებს პლეიოფში თამაში გარანტირებული აქვთ, გასარკვევი ის დარჩა, თუ ვის დაუპირისპირდება თოკოს გუნდი პლეიოფის პირველ ეტაპზე.