გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„თავს კარგად ვგრძნობ და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ“ - ჩაკვეტაძე

„უოტფორდის“ ქართველმა შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისური კლუბის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რას ამბობს ჩაკვეტაძე:

„თავს კარგად ვგრძნობ. თამაშიდან თამაშამდე ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც უფრო ვუმატებ. რამდენიმე დღე დავისვენეთ, რაც ძალების აღსადგენად მნიშვნელოვანი იყო. სამშაბათის მატჩისთვის მზად ვიქნებით. პოზიტიურად ვართ განწყობილნი — ბოლო სამი შეხვედრიდან ორი მოვიგეთ, ამიტომ გუნდში კარგი განწყობაა. წინ 11 ფინალი გვაქვს დარჩენილი, რათა მაქსიმალური ქულები დავაგროვოთ. მჯერა, რომ ამას შევძლებთ, მაგრამ ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

„უოტფორდს“ მომდევნო მატჩი სამშაბათს, სტუმრად „შეფილდ უენსდეისთანელის და იმის მიუხედავად, რომ მათი მომავალი მეტოქის მესამე ლიგაში დაქვეითება უკვე გადაწყვეტილია, ქართველი შემტევი მეტოქის სათანადოდ შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს:

„ისინი ცხრილის ფსკერზე არიან, თუმცა ვიცით, რომ ჩემპიონშიპში იოლი გასეირნება არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, სათანადოდ დავხვდებით. პლეი-ოფში მოსახვედრად ქულები გვჭირდება, ამიტომ უნდა მოვიგოთ. მათ იციან, რომ მომავალ სეზონში ლიგა 1-ში იქნებიან, ამიტომ უფრო თავისუფლად ითამაშებენ. თუმცა, ეს გამარჯვება ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის.“

ჩაკვეტაძეს გასულ სეზონში „ჰილსბოროზე“ მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვებაც (6:2) ახსოვს:

„ეს შესანიშნავი მატჩი იყო, ძალიან კარგად ვითამაშეთ. იმედია, სამშაბათსაც იგივე განმეორდება. გულშემატკივარი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მადლობელი ვარ და ყოველთვის მიხარია მათ წინაშე თამაში. ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი.“

35 ტურის შემდეგ, „უოტფორდს“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 51 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი ჩაკვეტაძემ კი მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია მამარდაშვილის დაბრუნებით ინტერესდება - ბრიტანული მედია
ვალენსია მამარდაშვილის დაბრუნებით ინტერესდება - ბრიტანული მედია