გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

მხოლოდ ორმა გიორგიმ ითამაშა - მეცის მორიგი უიმედო მარცხი

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „მეცის“ მდგომარეობა ყოველი მომდევნო მატჩის შემდეგ სულ უფრო მძიმდება. ლიგა 1-ის აუტსაიდერი რომ 25-ე ტურში დამარცხდებოდა, ამას ბევრი გულშემატკივარი ვარაუდობდა, რადგან სტუმრად ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ლანსთან“ უწევდა დაპირისპირება. მოლოდინისამებრ, სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანმა ფავორიტს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დიდი ანგარიშით, 0:3 წააგო. თითო ბურთი საუდ აბდულჰამიდმა (44), ფლორიან ტოვინმა (46) და ამადუ ჰაიდარამ (52) გაიტანეს.

„მეცის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ქვილითაია იყო, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს. 32 წლის ფორვარდს კარისკენ არ დაურტყამს, 6 საჰაერო ორთაბრძოლიდან 3 მოიგო, პასები 64-პროცენტიანი (14-დან 9) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 24-ჯერ შეეხო და 10-ჯერ დაკარგა.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ზედიზედ 18 ტურში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ, ამჯერად ის თადარიგში დარჩა და შეხვედრაში მხოლოდ 72-ე წუთზე ჩაერთო. 18 წუთში წიტაიშვილმა დარტყმა ერთხელ სცადა, თუმცა დაუბლოკეს, მისი რვა პასიდან შვიდმა ადრესატამდე მიაღწია, ბურთს 13-ჯერ შეეხო და დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. „მეცის“ მესამე ქართველ ლეგიონერს, გიორგი აბუაშვილს კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისათვის, 25 ტურში დაგროვებული 13 ქულით „მეცი“ ბოლო ადგილზეა და გადათამაშების ზონას 6 ქულით ჩამორცება. მომდევნო ტურში მეცელები „ტულუზას“ უმასპინძლებენ და მატჩი 15 მარტს, თბილისის დროით 20:15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იეგოიანი ორივე გუნდში საუკეთესო იყო | ექსელსიორმა ჰერენვენთან წააგო
იეგოიანი ორივე გუნდში საუკეთესო იყო | ექსელსიორმა ჰერენვენთან წააგო