გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალმა ელჩეს მოუგო - მიქაუტაძეს ერთი სუპერ-მომენტი ჰქონდა

ლა ლიგის 27-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ელჩეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ქართველი შემტევი სასტატო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის დაწყებამდე, გიორგიმ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ჩაიბარა.

მიქაუტაძე თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი

რაც შეეხება მის თამაშს, მიქაუტაძეს პირველ ნახევარში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. ბრწყინვალე მოძრაობისა და დრიბლინგის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა დასარტყმელი სივრცე გამონახა, თუმცა „ელჩეს“ მეკარეს ვერ აჯობა. მიქაუტაძეს ამის მეტი მომენტი არ ჰქონია.

გიორგი მიქაუტაძის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 30 შეხება, 16-დან 13 ზუსტი პასი (81%), 1 საკვანძო პასი, 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, კარისკენ 2 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 დაიბლოკა, 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.6 ქულა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 31-ე წუთზე „ვილიარეალმა“ ბუჩანანის გოლით გახსნა, 41-ე წუთზე კი კომესანიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში, 83-ე წუთზე ანდრე სილვამ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, მაგრამ დარჩენილ დროში „ელჩემ“ თამაშის გადარჩევა ვეღარ მოახერხა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, გიორგი მიქაუტაძემ 22 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქართველმა შემტევმა ერთი გოლით ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლო თავის გამოჩენა. ერთხელაც კი კოპა დელ რეიზე გაიტანა.

27 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 მარტს, სტუმრად, „ალავესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფაზლის ბოლო ნაწილი არტეტასთვის“ - არსენალი კვარას შეძენას გეგმავს
„ფაზლის ბოლო ნაწილი არტეტასთვის“ - არსენალი კვარას შეძენას გეგმავს