კვარა მარცხნივ, ბარკოლა ცრუ ცხრიანად | ლუის ენრიკე ცვლილებებს გეგმავს?
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, ლუის ენრიკემ პარიზელთა შეტევის ხაზში მცირე ცვლილებები განახორციელოს.
Le Parisien-ის მიხედვით, „მონაკოსთან“ პსჟ-ს სამი შემტევი ეყოლება: ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლა. როდესაც კვარაცხელია და ბარკოლა ძირითად შემადგენლობაში ერთად ხვდებიან, „კვარა“ მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, ბარკოლა კი მარცხენა ფლანგს იკავებს. Le Parisien-ის ინფორმაციით, ცვლილებებს სწორედ ამ ორ ფეხბურთელთან მიმართებით ვიხილავთ.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, ბარკოლა „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე ითამაშებს. „კვარა“ თავის საყვარელ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე იასპარეზებს, ხოლო დუე მარჯვნიდან შეუტევს. უსმან დემბელე, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა, მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ადგილს იკავებს და 57 ქულა აქვს. „მონაკო“ 37 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მათი შეხვედრა 6 მარტს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.