„აქ დაბრუნება ემოციურია“ - მიქაუტაძე მეცის თამაშს ესწრება
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში „მეცისა“ და „ბრესტის“ მატჩს ესწრება.
შეხვედრის დაწყებამდე, ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1+-ს ესაუბრა.
რა თქვა მიქაუტაძემ:
„დიდი სიამოვნებაა იმ ადამიანების ნახვა, რომლებთანაც წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. სტადიონის ხილვა, იმ მოედნის, სადაც გოლები გამქონდა და მთელ ტრიბუნებს ფეხზე ვაყენებდი... ძალიან ბევრი ემოციაა.“
„ყოფილა კარგი პერიოდებიც და უფრო რთულიც. ასეთია ცხოვრება, ყველაფერი ხდება. უნდა შეეგუო და მაქსიმუმი გააკეთო, რომ ცუდი კარგით შეცვალო.“
„ამჟამად ესპანეთში ვარ. იქ ყველაფერი კარგად მიდის და კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, სამომავლოდ რა მოხდება, ახლა კი უბრალოდ მიხარია აქ ყოფნა.“
„რაც შეეხება „ლიონს“, რა თქმა უნდა, მათ თამაშებს ვუყურებ. გუნდს ჰყავს საუკეთესო მოთამაშეები, შესანიშნავი სტაფი და მწვრთნელი. მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლამაზი ფეხბურთი ეთამაშათ და ის შედეგი მიეღოთ, რაც საჭიროა. ისინი არაჩვეულებრივად წარმოადგენენ „ლიონს“ და მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს კარიერის უდიდესი ეტაპი „მეცში“ აქვს გატარებული, საიდანაც მშობლიურ „ლიონში“ გადავიდა და გასული სეზონი იქ ჩაატარა, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კი ესპანურ „ვილიარეალში“ გადავიდა.