გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდმა ბრისტოლს მოუგო

ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურში საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა.

ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მე-7 წუთზე ჩაკვეტაძის მიერ წამოწყებულ შეტევას „უოტფორდის“ გოლი მოჰყვა - ქართველმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოს მიუახლოვდა და ედო კაიემბეს გაუკეთა პასი, რომელმაც ახლო მანძილიდან ლუკა კიერუმგაარდს გაატანინა.

26-ე წუთზე გოლის გატანა უკვე გოგლიჩიძეს შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, 36-ე წუთზე კი სკოტ ტვაინმა ანგარიში გაათანაბრა. 77-ე წუთზე ჯერემი ნგაკიამ ლამაზი შორეული დარტყმით „უოტფორდი“ დააწინაურა და, საბოლოოდ, მისი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ჩაკვეტაძემ მოედანი 86-ე წუთზე დატოვა, Sofascore-მა კი მისი თამაში 6.6 ქულით შეაფასა. ქართველი ნახევარმცველის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 2 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 31-დან 25 ზუსტი პასი (81%), 2 დარტყმა, 41 შეხება ბურთთან, 1 ვარდნა და 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა.

ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები

რაც შეეხება გოგლიჩიძეს, მან 69 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან ასევე 6.6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 ვარდნა, 3 დაბრუნებული და 2 ამოტანილი ბურთი, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 19-დან 18 ზუსტი პასი (95%), 2 ზუსტი გრძელი პასი, 24 შეხება ბურთთან და 1 დარტყმა კარში. აღსანიშნავია იცის, რომ ქართველმა მცველმა მოედანი მცირე დაზიანების შემდეგ დატოვა.

გოგლიჩიძის საგოლე მომენტი

35 მატჩის შემდეგ „უოტფორდი“ 51 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზე არიან. მომდევნო ტურში „კრაზანები“ 10 მარტს სტუმრად ბოლო ადგილზე მყოფ „შეფილდ უენსდეის“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად | გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა