გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ხვიჩა ჩელსის წინააღმდეგ | ქართველების დაპირისპირება 1/4-ფინალში?

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა მიმდინარეობს. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩელსის დაუპირისპირდება, გიორგი მამარდაშვილის ლივერპული - გალათასარაის, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის გუნდის, ლისაბონის სპორტინგის მეტოქე ბოდო გლიმტია.

თუ პსჟ ჩელსის დაამარცხებს, ხოლო ლივერპული გალათასარაის გამოთიშავს, მეოთხედფინალში ქართველი ფეხბურთელების გუნდების, პსჟ-სა და ლივერპულის დაპირისპირება შედგება.

პსჟ - ჩელსი / გალათასარაი - ლივერპული

მადრიდის რეალი - მან. სიტი / ატალანტა - ბაიერნი

ნიუკასლი - ბარსელონა / ატლეტიკო - ტოტენჰემი

ბოდო გლიმტი - სპორტინგი / ლევერკუზენი - არსენალი

რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, თუ პსჟ ჯერ ჩელსის და შემდეგ გალა-ლივერპულში გამარჯვებულს გამოთიშავს, ნახევარფინალში რეალს, მან. სიტის, ატალანტას ან ბაიერნს შეხვდება. ანალოგიურად, თუ სპორტინგი ჯერ ბოდო გლიმტს და შემდეგ ლევერკუზენი - არსენალს შორის მოგებულს დაამარცხებს, ნახევარფინალში ნიუკასლს, ბარსელონას, ატლეტიკოს ან ტოტენჰემს დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალები 10/11 და 17/18 მარტს ჩატარდება, მეოთხედფინალები - 7/8 და 14/15 აპრილს,  ნახევარფინალები - 28/29 აპრილსა და 5/6 მაისს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პატარა ჯადოქარი საოცარი დრიბლინგით - ტალანტი თორნიკე კვარაცხელია | კონტრ-შეტევა
პატარა ჯადოქარი საოცარი დრიბლინგით - ტალანტი თორნიკე კვარაცხელია | კონტრ-შეტევა