ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

“სენტ-ეტიენის მხსნელად იქცა“ - L'equipe დავითაშვილზე

ლიგა 2-ის 24-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ლავალს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. პირველი გოლი ზურიკო დავითაშვილმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L’equipe-მ ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა.

L’equipe:

„პირველი გოლი საკმაოდ მალე ტრავმიდან დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ის მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის მხსნელად იქცა. ქართველმა მე-20 ჩატარებულ მატჩში მე-11 გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ სტასინს გოლების გატანა უჭირს, ზურიკო აქ არის და ფორმაში შევიდა. ის ახლა ბომბარდირთა დავის სამეულშია. შაბათ საღამოს, სენტ-ეტიენის გულშემატკივართა ტრიბუნის წინ, 24 წლის ზურიკო დავითაშვილი სიხარულით ხტუნავდა.”

შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნების შემტევს საფრანგეთის ლიგა 2-ში 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა. ის ბენტაიებს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

24 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 43 ქულით მეორე ადგილზეა და სატურნირო ცხრილის ლიდერ „ტრუას“ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „მწვანეები“ 28 თებერვალს სტუმრად „პოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ“ - ენრიკე მეცის დამარცხების შემდეგ
“გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ“ - ენრიკე მეცის დამარცხების შემდეგ