ზღვარსგადასული უხეშობა და სასიკვდილო ილეთი არგენტინის მეორე დივიზიონში
შეხვედრა არგენტინის მეორე დივიზიონში „ლოს ანდესსა“ და „ბრაუნს” შორის უეცრად ერთ-ერთ ყველაზე უხეშ მატჩად გადაიქცა. ჯერ ერთმანეთში გულშემატკივრებმა იჩხუბეს შემდეგ კი “ბრაუნის“ ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი საშინელი ქმედების გამო.

შეხვედრის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ „ბრაუნის“ თავდამსხმელი მარტინ მინადევინო მოედნიდან გუსტავო ტურაკასთან უხეშობის გამო გააძევეს.
სტუმრების მოწოდებული კუთხურის შემდეგ „ბრაუნის“ შემტევი ტურაკასკენ გაემართა და გაშლილი ფეხი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. გუსტავოს სერიოზული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, თუმცა იგი მოედანზე დარჩენა და თამაშის დასრულება მოახერხა.

მინადევინომ ბოდიში ტვიტერზე მოიხადა და განაცხადა: „ვინც თვლით, რომ ეს ძალით გავაკეთე და უხეში ფეხბურთელი ვარ ძალიან ცდებით. მე ჩემს კოლეგას გასახდელშივე მოვუბოდიშე და მინდა აღვნიშნო, რომ 16 წლიან კარიერაში ეს ჩემი პირველი წითელი ბარათია“.
ფეხბურთელებს გარდა ერთმანეთს გულშემატკივრებიც დაუპირისპირდნენ. ქომაგებმა ერთმანეთს აგურები და ბოთლები დაუშინეს, მსაჯი იძულებული გახდა შეხვედრა რამდენიმე წუთით შეეწყვიტა. პოლიციამ 100 ქომაგი დააკავა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა შეხვედრის გაგრძელებაა.
საბოლოოდ, ფაბრიციო ლენცის დუბლით გამარჯვება „ლოს ანდესს’ დარჩა.