Aa
Aa

თოკო საუკეთესოა - "ბასკონიამ" "ფუენლაბრადა" გაანადგურა

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. „ბასკებმა“ „ფუენლაბრადას“ უმასპინძლეს და 32 ქულიანი სხვაობით 95-63 გაანადგურეს.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 20:12 წუთი გაატარა, რა დროშიც თოკომ 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. შენგელიამ 7-დან 5 ორიანი, 3-დან 2 საჯარიმო და 1-დან 1 სამიანი მოათავსა კალათში, ბურთი ორჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.

თოკოსთან ერთად ბასკებს ვიქტორ პოირიემ ულიდერა 15 ქულით. 12 ქულა შესძინა გუნდს იოჰანეს ვოიტმანმა, სათადარიგო სკამიდან 11 ქულა ჩაიწერა აქტივში როდრიგო ბობოამ.

„ფუენლაბრადას“ მხრიდან მხოლოდ 2 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. 13 ქულა შესძინა გუნდს როლანდს სმიტსმა, ხოლო მარკო პოპოვიჩმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბასკონიას“ 17 მოგება მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები