ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი ტრავმის გამო შეცვალეს | შტურმის მორიგი მარცხი ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ტიროლმა შინ გრაცის შტურმს 1:0 მოუგო. მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში შტურმმა 19-დან 8 მატჩი დათმო, ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამი წააგო, 31 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ზალცბურგს 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ზალცბურგი ამ ტურის მატჩს ხვალ ჩაატარებს.

ოთარ კიტეიშვილი სასტარტო 11-ში იყო, თუმცა ტრავმის გამო პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე შეცვალეს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად მძიმეა დაზიანება და მოუწევს თუ არა მატჩის ან მატჩების გამოტოვება.

ტიროლმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში, 79-ე წუთზე გაიტანა.

შტურმის სათადარიგოთა სკამზე გიზი მამაგეიშვილი იჯდა, არ უთამაშია. გიზის დებიუტი ბუნდესლიგის წინა ტურში რიდთან შედგა, 77-ე წუთზე გამოვიდა მინდორზე.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში, საკლუბო დონეზე გამართულ 28 შეხვედრაში (ჯამში 2 171 წუთი) 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შიდა ჩემპიონატში ქართველი ნახევარმცველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 8 გატანილი გოლით (8-დან 3 პენალტია). 16 მატჩში მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა. ევროპა ლიგის შვიდ შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც შეეხება ავსტრიის თასს, სამ მატჩში ერთი გოლით დაეხმარა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძე დამაჯერებელი იყო | ქართველი მცველის კარგი მატჩი პრესტონთან
გოგლიჩიძე დამაჯერებელი იყო | ქართველი მცველის კარგი მატჩი პრესტონთან