ოფიციალურად - რაჰიმ სტერლინგი ფეიენოორდის ფეხბურთელია
რაჰიმ სტერლინგმა ახალი გუნდი იპოვა.
„ფეიენოორდმა“ ინგლისელი გარემარბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების შესახებ გამოაცხადა. მხარეებმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი „ჩელსი“ იყო. მხარეებმა ხელშეკრულება იანვრის ბოლოს გაწყვიტეს.
გეტყვით ასევე, რომ სტერლინგს ასევე უთამაში „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტიში“. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.