ტოტენჰემი და იუვენტუსი სტერლინგის გაფორმებას განიხილავენ
„ტოტენჰემი“ და „იუვენტუსი“ რაჰიმ სტერლინგის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავენ, რომელმაც ოთხშაბათს „ჩელსისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.
Daily Mail-ის ცნობით, 31 წლის ვინგერი მზადაა დათანხმდეს იმაზე სამჯერ ნაკლებ ხელფასს, ვიდრე „ლურჯების“ შემადგენლობაში ჰქონდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტერლინგით ასევე ინტერესდება „ნაპოლი“. შეგახსენებთ, რომ ინგლისელს ამ სეზონში მოედანზე ჯერ არ უთამაშია.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე სტერლინგის საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროა.