Aa
Aa

"სიტყვები არ მყოფნის..." - სანტიაგო კანისარესის 5 წლის ვაჟი გარდაიცვალა

"ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების მეკარის სანტიაგო კანისარესის 5 წლის ვაჟი გარდაიცვალა.

პატარა სანტი ერთი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა და რამდენიმე კვირის წინ მისი მდგომარეობა საბოლოოდ გაუარესდა.

ცნობილმა ესპანელმა მეკარემ საზოგადოებას ეს უმძიმესი ამბავი აცნობა და პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩემი შვილი სანტი გარდაიცვალა და თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ეს თქვენთვის მეცნობებინა, რადგან ამ მძიმე ჟამს უამრავი ადამიანი მედგა გვერდით და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ".

ემოციური იყო სანტის უფროსი ძმის ლუკასის გამოსათხოვარი მიმართვა, რომელიც მადრიდის "რეალის" იუნიორთა 15 წლის გოლკიპერმა Instagram-ზე დაწერა: "მადლობა, მადლობა! ამის მეტი არაფერი მეთქმის. ის 5 წელი, რომელიც შენ ჩვენთან ერთად გაატარე, მასზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია. სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩვენი ძმობა აღვწერო, ეს გაცილებით მეტი იყო. შენ, ჩვენ ბევრი რამ გვასწავლე და დაგვანახე, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა".

შეგახსენებთ, რომ სანტიაგო კანისარესი 1998/2008 წლებში "ვალენსიას" ღორსებას იცავდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქარიზმატული მეკარე თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში. კანისარესმა ესპანეთის ნაკრების ღირსება 1993/2006 წლებში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები