სოლიდური გამოსვლა: სმოლკინი-დევისის დუეტი თავისუფალი პროგრამით წარდგა
ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა გრძელდება.
მოკლე პროგრამის შემდეგ გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილმა 77.15 ქულა და მე-13 ადგილი დააფიქსირა. დღეს კი, სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა ვიხილეთ, სადაც ჩვენმა წყვილმა სოლიდური შედეგი აჩვენა.
ტექნიკურ ელემენტებში - 66.93, კომპონენტურ ნაწილში - 51.94მ და ჯამში 196.02, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა. ათქულიანი შეფასებით 8.50 მიიღეს.
აქვე გეტყვით, რომ თავისუფალ პროგრამაში ჯამში 23 წყვილი მონაწილეობს და მედლები ორი პროგრამის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით უნდა გათამაშდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში პირველად სწორედ წელს იასპარეზა, ფინალურ ეტაპზე გადავიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგი გახლავთ.