ბავშვებზე სექსუალური ძალადობა კლუბ „ინდეპენდიენტეში“
Aa
Aa

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა კლუბ „ინდეპენდიენტეში“

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე, არგენტინული კლუბი „ინდეპენდიენტე“ სკანდალში გაეხვა. როგორც გაირკვა კლუბის ერთ-ერთი მოთამაშე, რომლის სახელიც ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს თანხის სანაცვლოდ მამაკაცებთან სექსს სთავაზობდა და მათ ამაზე ითანხმებდა. ცნობილია, რომ ბავშვთა პროსტიტუციით დაკავებული 19 წლის მოთამაშეა, რომელიც კლუბის ბაზაზე ცხოვრობდა და თამაშისას მიღებული ტრავმის შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა.

კლუბის ხელმძღვანელობამ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი ბავშვი გამოტყდა და აღიარა, რომ მასზე 4 თვის განმავლობაში ძალადობდნენ.

გამოძიების ცნობით, სექსუალური ძალადობა კიდევ სულ მცირე 5 ბავშვზე განხორციელდა, რომლებიც ასევე კლუბის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და რომელთა ასაკიც 15-16 წელია.

გამოძიებას მარია სოლედად გარიბალდი ხელმძღვანელობს და საქმე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლითაა აღძრული.

ეჭვმიტანილი ფეხბურთელი „ინდეპენდიენტეს“ ხელმძღვანელობამ კლუბის რიგებიდან უკვე გარიცხა და შესაბამისი განცხადებაც გამოაქვეყნა.

„დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გვსურს გაცნობოთ, რომ კლუბმა ყველაფერი იმის მიხედვით გააკეთა, როგორც ამას ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა ითხოვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა მათ ეფექტურად იმუშაონ. რა თქმა უნდა ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს.“

„ინდეპენდიენტე“ არგენტინაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლუბია და ისეთი ფეხბურთელები ჰყავს აღზრდილი, როგორიც მანჩესტერ „სიტიში“ მოთამაშე სერხიო აგუეროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები