„თუ მერაბი იანს მოუგებს, მისი შემდეგი მეტოქე მე ვიქნები“ - უმარ ნურმაგომედოვი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ შესაძლოა თუ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს მოუგებს, „მანქანას“ შემდეგი მეტოქე სწორედ ის იქნება. სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე „ახალგაზრდა არწივმა“ Gorilla Fighting-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მოკლედ, სიტუაცია ასეთია. თუ პიოტრ იანი დვალიშვილს ისევ მოუგებს, დიდი ალბათობით, იანი-ომალის რემატჩს მოაწყობენ, მე კი მათ შორის გამარჯვებულს დაველოდები.
თუ იანთან მესამე ბრძოლა მერაბის გამარჯვებით დასრულდება, ქამარზე უკვე მე ვიჩხუბებ, იმიტომ რომ ომალიმ მერაბთან უკვე ორჯერ წააგო, მეტიც, ბოლო ჩხუბში მერაბმა ის საერთოდ მოგუდა“.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვის ანგარიშზე MMA-ში 20 მოგება და 1 მარცხია - ერთადერთი წაგება მან სწორედ მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირებაში იწვნია. ამჟამად დაღესტნელი მებრძოლი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერია.
ცნობისთვის, უკვე გადაწყვეტილია, რომ პიოტრ იანი ქამრის პირველ დაცვას მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გამართავს.