ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

„სანახაობრივი და კრეატიული ფეხბურთელი“ | იეგოიანი De Telegraaf-ის სიმბოლურ ნაკრებშია

ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს 21-ე ტურში „ექსელსიორი“ „აიაქსს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და ირაკლი იეგოიანი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

შეხვედრის შემდეგ ESPN-მა იეგოიანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა გამოცემამ, De Telegraaf-მაც დაუფასა და მისმა ჟურნალისტმა, რომანო დენებუმმა იეგოიანზე ისაუბრა.

„ირაკლი იეგოიანი ექსელსიორში საკუთარი განრიგით მუშაობს. მის მიერ საკუთარ თავში ჩადებული დიდი ინვესტიცია შედეგს იძლევა. ის ძალიან სანახაობრივ და კრეატიულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მარცხენა ფლანგზე გადასვლით, ის ექსელსიორის იმ შეტევის ეპიცენტრში იყო, რომელსაც არტურ ზაგრეს ბრწყინვალე გოლი მოჰყვა“, - ამბობს De Telegraaf-ის ჟურნალისტი.

ცნობისთვის, იეგოიანი ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. 18 მატჩში (ყველა სასტარტოში) 5 საგოლე მოქმედება მიითვალა. ირაკლიმ 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონში მისი სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარაა
რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარაა