გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

მესამე ქართველი მეცში - ქვილითაიას ტრანსფერი დადასტურდა

„მეცში“ ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა სამამდე გაიზარდა - კლუბმა გიორგი ქვილითაიას ტრანსფერის თაობაზე დღეს ოფიციალურად გამოაცხადა. ცნობილი გახდა, რომ გაფორმდა 6-თვიანი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე, რომლის ამოწურვის შემდეგაც მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე კიდევ ერთხელ გამართავენ მოლაპარაკებას.

ქვილითაია ბოლოს კვიპროსის ჩემპიონატში, კერძოდ კი „არისში“ გამოდიოდა. იქამდე კი „სასკოს“, „დილას“, „დიორის“, თბილისის „დინამოს“, ვენის „რაპიდის“, „გენტის“, „ანორთოსისისა“ და „აპოელის“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 42 შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 6 გოლია. კლუბის საიტზე 32 წლის ქართველი ფორვარდის კომენტარიც გავრცელდა.

გიორგი ქვილითაია

უზომოდ გახარებული ვარ იმის გამო, რომ ასეთ კლუბში ასპარეზობის საშუალება მომეცა. იმედი მაქვს იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება ჰქვია, „მეცს“ მაქსიმალურად დავეხმარები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი თანამემამულეების შესახებ, რომლებიც აქაურობასთან შეგუებაში ძალიან მეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიას გარდა „მეცში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდის. კლუბი კი საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ადგილზეა და 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი დამატებით ტაიმებში - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის შტურმი თასიდან გავარდა
მარცხი დამატებით ტაიმებში - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის შტურმი თასიდან გავარდა