ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად დაადასტურეს | დავითაშვილი სენტ-ეტიენს უბრუნდება

„სენტ-ეტიენის“ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი მოედანს უბრუნდება. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო „კლერმონთან“ და „რეიმსთან“ ვერ ითამაშა, თუმცა გამოჯანმრთელდა და მზადაა, გუნდს დაეხმაროს.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავითაშვილი „ბულონთან“ მატჩის განაცხადში იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სათამაშო დრო მიეცემა მას და შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს თუ არა. „ბულონისა“ და „სენტ-ეტიენის“ დაპირისპირება 31 იანვარს გაიმართება.

„მწვანეები“ საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებენ. „სენტ-ეტიენს“ 34 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „რედ სტარს“ ორი ქულით ჩამორჩება. მისი მომდევნო მეტოქე, „ბულონი“, 20 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

ცნობისთვის, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილს რვა გოლი აქვს გატანილი. ზურიკოს რამდენიმე მსურველი ჰყავს და „სენტ-ეტიენმა“ „ტრაბზონისგან“ ორი წინადადება მიიღო, თუმცა ქართველ ფეხბურთელს იანვარში კლუბის შეცვლა არ სურს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსიმუმ 20 დღეს გამოტოვებს“ - L'Equipe და სხვები კვარას ტრავმაზე
„მაქსიმუმ 20 დღეს გამოტოვებს“ - L'Equipe და სხვები კვარას ტრავმაზე