ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | რა შანსები აქვთ ქართველთა გუნდებს Opta-ს მიხედვით
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების დაწყებამდე Opta-მ ტურნირის ფავორიტების რეიტინგი გამოაქვეყნა. ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალის სუპერკომპიუტერის მიხედვით, ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი „არსენალს“ აქვს — 29.8%.
მეორე ადგილზე „ბაიერნი“ იმყოფება — Opta „რეკორდმაისტერის“ ტრიუმფის ალბათობას 14.9 პროცენტად აფასებს. მესამე პოზიციას „მანჩესტერ სიტი“ იკავებს (10.5%). გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მეოთხეა — 8.9%, ხოლო ხუთეულს „ჩელსი“ ასრულებს — 7.5%.
Opta-ს პროგნოზით, „ლივერპულის“ მეოთხედფინალში გასვლის შანსი 73.8%-ია, ნახევარფინალში — 40.2%, ხოლო ფინალში გასვლის — 18.5%. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა და მისი ჩემპიონობის შანსი 5.1%-ს შეადგენს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პლეი-აუტში თამაშობს და Opta-ს მიხედვით, 89%-იანი ალბათობა აქვს, რომ მერვედფინალში გავა. მეოთხედფინალში გასვლის შანსი 43.1-ია, ნახევარფინალში — 25.1%-ია, ხოლო ფინალში — 10.9%.
მამარდაშვილისა და კვარაცხელიას გარდა, მომდევნო ეტაპზე გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგიც“ გავიდა. „ლომების“ მეოთხედფინალში გასვლის ალბათობა 48.5%-ია, ნახევარფინალში — 14.9%, ფინალში — 6.2%, ხოლო ჩემპიონობის შანსი — 2.3%.
Opta-ს ტოპ 10 ასე გამოიყურება: არსენალი (29.8%), ბაიერნი (14.9%), მანჩესტერ სიტი (10.5%), ლივერპული (8.9%), ჩელსი (7.5%), ბარსელონა (7%), პარი სენ-ჟერმენი (5.1%), ნიუკასლი (3.2%), ინტერი (2.7%), სპორტინგი (2.3%).