გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

უღიმღამოდ და უფერულად - ვილიარეალმა ევროსეზონი დაასრულა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო მე-8 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ტურნირი ისევე უფერულად და დაბალ დონეზე დაასრულა, როგორც დაიწყო. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სტუმრად „ლევერკუზენთან“ 0:3 დამარცხდა.

გერმანულ კლუბს მოტივაცია დიდი ჰქონდა და მატჩი დამაჯერებლად მოიგეს. გოლების ავტორები ტილმანი (დუბლი) და გრიმალდო გახდნენ. „ფარმაცევტები“ ამ მოგებით მე-16 პოზიციაზე გავიდნენ და ლიგის პლეი-აუტში ითამაშებენ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველი ფორვარდი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და დასამახსოვრებელი ვერაფერი შემოგვთავაზა. 45 წუთში 0 დარტყმა.

მარსელინო გარსიას გუნდმა ტურნირი 1 ქულით დაასრულა და 35-ე ადგილზე გავიდა. პრაღის „სლავია“, ალმაატის „კაირატი“ და „ვილიარეალი“ - ტურნირი მოგების გარეშე მხოლოდ ამ სამმა გუნდმა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები