პსჟ, ნიუკასლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას ტრავმა | პსჟ-მ ნიუკასლს ვერ მოუგო და პლეი-აუტში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიუკასლს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ლუის ენრიკეს გუნდი პირველ 8 გუნდში ვერ მოხვდა.

თუმცა ყველაზე ცუდი ეს არ იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი 23-ე წუთზე დატოვა.

იქამდე კი ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი გააკეთა. მისი გამოზომილი პასით ვიტინიამ ისარგებლა.

ნიუკასლის მხრიდან წონასწორობა ვილოკმა აღადგინა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

საბოლოო ჯამში, პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფაზა 14 ქულით მე-11 ადგილზე დაასრულა და პლეი-აუტში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები