ჯანლუკა დი მარციო: “გოგლიჩიძე უოტფორდში გადასვლასთან ახლოსაა“
ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა საბა გოგლიჩიძის მომავლის შესახებ. ქართველ უკანახაზელს უდინეზედან წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
ვიგებთ, რომ 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელი იჯარის წესით უოტფორდში გადადის. მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და ყველაფერი მალე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბა უდინეზეს 2025 წელს ემპოლიდან შეუერთდა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და მეტი სათამაშო დროის მისაღებად უოტფორდში ამიტომ უშვებენ. ცნობისთვის, უოტფორდს და უდინეზეს ერთი და იგივე ადამიანი ფლობს.
ჯვაროსნების უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 8 მატჩი ჩაატარა, ხოლო ერთი კოპა იტალიაზე. ჯამში მან მხოლოდ 436 წუთი მიიღო. მაშ ასე, უოტფორდში 2 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე.
.@WatfordFC, vicino Saba Goglichidze dell’Udinese. Il difensore può arrivare in prestito
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) January 28, 2026