ვილიარეალი, მარსელინო გარსია ტორალი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ“ - მარსელინო რეალთან წაგების შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა კომენტარი გააკეთა.

მარსელინო:

„გვაკლდა სიმწვავე, ცოტა იღბალი და გოლები. მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრებში ჩვენი შედეგიანობა დაბალია. მადრიდს რეალურად მომენტებიც არ ჰქონია. მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი აირია და მბაპემ პრაქტიკულად შეუძლებელი გოლი გაიტანა. სივრცე საერთოდ არ იყო. მეორე გოლი კი კომპენსირებულ დროში დანიშნული პენალტით გავუშვით. დაცვაში გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. შეტევაში რამდენიმე პერსპექტიული ეპიზოდი გვქონდა, მაგრამ მათ ცუდად ვასრულებდით. გვაკლდა სიმშვიდ, ზედმეტად დიდი სურვილი გვქონდა მოგების და ხშირად არაზუსტად ვმოქმედებდით.

ფოიტი? ეს მძიმე დარტყმა იყო. ყველამ მაშინვე გაიაზრა, რამდენად სერიოზულია ტრავმა. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას დიდი ხნით ვერ დავეყრდნობით. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. ახალგაზრდული დაცვა გვყავს და სწორედ ის არის ყველაზე გამოცდილი ლიდერი. მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს ფეხბურთია. უფრო მეტად მის გამო ვართ შეწუხებულები, ვიდრე შედეგის გამო. წინ უნდა წავიდეთ.

თამაშში კონკურენტუნარიანები ვიყავით და ჩვენი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადრიდში ჩავედით და მათთან თანაბარი ბრძოლა გავმართეთ. თუმცა როცა ძალიან ახლოს ვართ წარმატებასთან, ყოველთვის რაღაც გვიშლის ხელს. ასეთი გუნდების დასამარცხებლად საჭიროა მაქსიმალური ფორმა და ის დამატებითი უპირატესობა, რომელიც დღეს არ გვქონდა.

წინ ბევრი საშინაო მატჩი გვაქვს და ისინი ძალიან დაგვეხმარება. დღეს ქომაგები შესანიშნავები იყვნენ, განსაკუთრებით ბოლო ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშების ფონზე. იმედი გვაქვს, ის კავშირი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, გაგრძელდება.“

რეალთან წაგების შემდეგ, ვილიარეალი სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით დაქვეითდა. მარსელინოს გუნდს 41 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვილიარეალი ოსასუნას ესტუმრება. მატჩი 31 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები