ვოლკანოვსკი: გამოწვევები მიყვარს, თუ არმანი ჩემს წონაში ჩამოვა, რატომაც არა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, არმან ცარუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მის დივიზიონში ჩამოსვლისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„გამოწვევები მიყვარს. არმანი, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოცდა იქნებოდა. თუ ის ამ წონაში ჩამოსვლას შეძლებს, ეს მართლაც მძიმე გამოწვევა იქნება. იგივე ეხება მოვსარსაც. ჭიდაობის თვალსაზრისითაც კი, ეს ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი მოგვიანებით. ახლა კი ამ უქმეებზე მაქვს საქმე დასასრულებელი“,
- განაცხადა ავსტრალიელმა სიდნეიში მედიასთან საუბრისას.
სანამ მომავალ პრეტენდენტზე იფიქრებს, ვოლკანოვსკის კვლავ მოუწევს ოქტაგონის გაზიარება ბრაზილიელ დიეგო ლოპესთან - მათი ბრძოლა 31 იანვარს UFC 325-ის მთავარი მოვლენა იქნება.
„ვინც არ უნდა იყოს შემდეგი, კმაყოფილი დავრჩები. მოვსარი, ლერონ მერფი, ან თუნდაც არმანი, თუ ის ჩამოსვლას გადაწყვეტს - დიახ, ეს გამოწვევაა. და ეს იქნება მართლაც საინტერესო. მიმაჩნია, რომ თეიქდაუნებისგან დაცვა ძალიან კარგ დონეზე მაქვს, ასე რომ, ასეთი ბრძოლა შთამბეჭდავი გამოვიდოდა“,
- შეაჯამა ჩემპიონმა.