ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სენტ-ეტიენი მწვრთნელს უშვებს | ჰორნელანდი გუნდს დაემშვიდობა

ეირიკ ჰორნელანდი „სენტ-ეტიენის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს. L’Equipe-ის ინფორმაციით, ნორვეგიელმა მწვრთნელმა დღევანდელი ვარჯიშის წინ ფეხბურთელებს შეატყობინა, რომ შაბათს „ბულონის“ წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩი მისთვის ამ კლუბში ბოლო იქნება.

„რამდენიმეკვირიანი დიალოგის შემდეგ კლუბის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდება. კლუბი და ნორვეგიელი სპეციალისტი ერთმანეთს პრობლემების გარეშე დაემშვიდობებიან“, - წერს გამოცემა.

წინა ტურში „სენტ-ეტიენი“ კაცნაკლულ „რეიმსთან“ 0:1 დამარცხდა, რაც „მწვანეებისთვის“ ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში მეექვსე მარცხი იყო.

L’Equipe-ის ინფორმაციით, ჰორნელანდის სავარაუდო შემცვლელებად ფილიპ მონტანიე და ფრანკ ეზი მოიაზრებიან - ამ ორი სპეციალისტიდან ერთ-ერთს უკვე მომდევნო კვირაში გუნდს ჩააბარებენ და ამოცანად ლიგა 1-ში „მწვანეების“ დაბრუნებას დაუსახავენ.

ამჟამად „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზეა და ლიდერ „ტრუას“ 7 ქულით, ხოლო მეორეადგილოსან „რედ სტარს“ 2 ქულით ჩამორჩება. ჰორნელანდის ბოლო მატჩი „მწვანეების“ სათავეში 31 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მატჩების ფეხბურთელია“ - Equipe ხვიჩა კვარაცხელიაზე
„დიდი მატჩების ფეხბურთელია“ - Equipe ხვიჩა კვარაცხელიაზე