ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
Aa
Aa

ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 31 იანვრის ჩათვლით საწვრთნელ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იქნება.

ირის ანტმანის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მიმდინარე წლის პირველ მატჩს 3 მარტს, სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. C ლიგის მეოთხე ჯგუფში საქართველოს კიდევ ერთი მეტოქეს, ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა წლის პირველ შეკრებაზე

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ლიკა ცუხურკაიძე (კვარტალი), ეკა თაბაგარი

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ელიტა, თბილისი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო,თბილისი), ნათელა წოწერია (ბათუმი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი),  თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი, თბილისი), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები