ლივერპული ჩაბი ალონსოს დაუკავშირდა | პოზიტიური საუბარი მხარეებს შორის
„რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს ბევრი მსურველი ჰყავს. ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულია“ და ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, მერსისაიდელები 44 წლის სპეციალისტს დაუკავშირდნენ.
AS-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტაქტი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალონსო „ენფილდზე“ უახლოეს პერიოდში დაინიშნება. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ არნე სლოტს ნდობა გამოუცხადა და უთხრა, რომ მიმდინარე სეზონს ჩაამთავრებს.
AS-ის ცნობით, „წითლებს“ სურთ, ზაფხულის დადგომამდე წამყვან პოზიციაში იყვნენ. „ლივერპულის“ მესვეურები ალონსოს დიდ პატივს სცემენ და მისით, როგორც მთავარი მწვრთნელით, მოხიბლუნი არიან. მხარეებს შორის პოზიტიური კონტაქტი შედგა და პირველი ნაბიჯი შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ.
შეგახსენებთ, რომ ალონსოს შემცვლელად ალვარო არბელოა დაინიშნა. დღეს, უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალს“ სურს, ზაფხულში იურგენ კლოპი დაიყოლიოს და მთავარი მწვრთნელის პოსტი მას ჩააბაროს.