შონ ომალი
Aa
Aa

მერაბთან 2 მარცხის შემდეგ - ო'მალი დაბრუნდა და სონგი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილთან ორი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, შონ ო’მალი სონგ იადონგს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

პირველივე რაუნდში შონი სტრაიკინგს მიმართავდა და დისტანციის კონტროლი დიდებულად დაიჭირა. სონგი მის შეზღუდვას და მიწაზე გადაყვანას ცდილობდა, თუმცა ეს ნაკლებად გამოსდიოდა.

მეორე რაუნდში სონგი უფრო აქტიურობდა და ო’მალის ძლიერი დაბალი დარტყმებით აწვებოდა. ვიხილეთ რამდენიმე კარგი თეიქდაუნი, თუმცა შონმა თავის დაძვრენა მაინც მოახერხა.

მესამე რაუნდში ო’მალი გააქტიურდა და არაერთი ძლიერი დარტყმა შემოგვთავაზა, რამაც საბოლოო ჯამში მსაჯებზე გავლენა იქონია და გამარჯვება მას მიაკუთვნეს.

ეს გამარჯვება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დვალიშვილთან 2-ჯერ წაგების შემდეგ, აჩვენა, რომ კვლავ ერთ-ერთი ტოპ კონტენდერია ტიტულისთვის ბრძოლაში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - უმარმა ფიგერედო დაამარცხა
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - უმარმა ფიგერედო დაამარცხა