ჟოზე მოურინიო, ალვარო არბელოა
Aa
Aa

„მას ვუსმენ და ვაანალიზებ“ - არბელოამ მოურინიოს კრიტიკას უპასუხა

ალვარო არბელოა „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ტოპ-კლუბებს „ისტორიის არმქონე“ სპეციალისტები უდგანან სათავეში.

„ბლანკოსის“ ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა: „გასაკვირია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს ისტორიის არმქონე მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. ალეგრი „მილანში“, გასპერინი „რომაში“ ან სპალეტი „იუვენტუსში“ - ისინი გაკვირვებას არ იწვევენ“. - თქვა მოურინიომ.

„ყველამ იცით, რას ნიშნავს ჩემთვის მოუ. როდესაც ასეთი მწვრთნელი გამოთქვამს აზრს, მით უმეტეს იგი - მე უბრალოდ ვუსმენ და ვაანალიზებ“,

- უპასუხა არბელოამ.

მან ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „რეალის“ ზოგიერთი ფეხბურთელი მათთვის არაპროფილურ პოზიციებზე თამაშობს:

„ფეხბურთელები მზად არიან დასახმარებლად. ისინი გუნდს საკუთარ თავზე მაღლა აყენებენ.

აი, რა მინდა ვიხილო: საქმისადმი ერთგული მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან გუნდისთვის ითამაშონ. ისინი უნივერსალურები და წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან. მათ აქვთ ტალანტი, რომელიც ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის საშუალებას აძლევთ.

მე ვცდილობ, ფეხბურთელებს დავეხმარო. წარსულზე ვერ ვისაუბრებ - იმაზე, გახდნენ თუ არა ისინი უფრო ბედნიერები. ისინი მზად არიან სამუშაოდ და მე გაშლილი ხელებით მიმიღეს“,

- განაცხადა ალვარო არბელოამ As-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები