ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

ჯანდაბა, მორჩი ტირილს, ხომ შეიძლება? - პიმბლეტის და გეიჯის პრესკონფერენცია

UFC-ის 2026 წლის პირველი ღონისძიების მთავარი მოვლენაა პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა იქნება, მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ.

ვეგასში ჯასტინ გეიჯმა და პედი პიმბლეტმა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართეს.

ჯასტინი: „ის (პედის გულისხმობს) ნამდვილად ზედმეტად თავდაჯერებულია. აქ ზის და პატივს არ სცემს ისეთ ლეგენდებს, როგორიცაა დასტინ პორიე. შაბათს მე ამ ინგლისელ ნაბიჭვარს ჭკუას ვასწავლი, ძაღლივით გავასეირნებ, უყურეთ!“

პედი: „დასტინს ჩემზე არასდროს უთქვამს კარგი სიტყვა, მეგობარო. ასე რომ, მე უბრალოდ გულწრფელი ვიყავი და ვთქვი, რომ გეიჯისთან ბრძოლაში ის საშინლად გამოიყურებოდა. ჯანდაბას, დაანებე თავი ტირილს, ხომ შეიძლება?...''

ჯასტინი: „მე იმ ბრძოლაზე არ ვსაუბრობ, რომელზეც შენ ამბობ, შენ ბოლო ბრძოლა ახსენე...“

პედი: „არა, მე ვთქვი, რომ დასტინი საშინლად გამოიყურებოდა ჰოლოუეისთან ბრძოლაში. აი, ეს ვთქვი“.

ჯასტინი: „შენც საშინლად გამოიყურებოდი ჰოლოუეისთან“.

პედი: „ვნახავთ... მას შემდეგ, რაც შენ დაგამარცხებ, შეიძლება მასაც დავუპირისპირდე“.

ჯასტინი: „შენ ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებ“.

პედიმ საკუთარ თავზეც ისაუბრა: „ყველა გაოცებულია ჩემი საბრძოლო არსენალით, როდესაც მებრძვიან. არავინ ელოდება, რომ იმაზე უკეთესი ვარ, ვიდრე სინამდვილეში ვჩანვარ. ყველა სათანადოდ არ მაფასებს, მაგრამ ეს ჩემს სასარგებლოდ მოქმედებს, ბრძოლას მიიოლებს, რადგან ყველა ზემოდან მიყურებს. 

მე არ ვარ ხაბიბი. ხაბიბი არავინაა. მე მე ვარ. მე უფრო რთული გამოსაცნობი „თავსატეხი“ ვარ. მე საკმაოდ უცნაური ვარ. ყველამ იცოდა, რას აპირებდა ხაბიბი, როცა გამოდიოდა. ჩემზე კი არავინ იცის, რას მოვიმოქმედებ“.

შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. მათი ორთაბრძოლა UFC-ის 2026 წლის პირველი ღონისძიების მთავარი მოვლენაა და მას თბილისის დროით, 26 იანვარს ვიხილავთ. გეტყვით ასევე, რომ „ბედიმ“ ბოლოს გასული წლის აპრილში იჩხუბა და მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამას სიზმარშიც ვერ იზამ“ - ჩიმაევი ილიასთან შესაძლო გრეპლინგზე
„ამას სიზმარშიც ვერ იზამ“ - ჩიმაევი ილიასთან შესაძლო გრეპლინგზე