წყალბურთი | საქართველომ თურქეთი დაამარცხა
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს 14:11 მოუგო და ამ შედეგით ჩვენებურები მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.
პირველი მეოთხედი თურქეთმა 3:1 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედი ქართველების გამარჯვებით 5:3 დასრულდა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით 6:6 გავიდნენ.
მესამე მეოთხედი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და თურქეთმა 3:2 მოიგო. ბოლო მეოთხედში კი საქართველო მნიშვნელოვნად გააქტიურდა, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 6 ბურთი გაუტანა, საპირისპიროდ კი მხოლოდ 2 მიიღო.
საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვასიჩმა(4), დადვანმა(3), ტყეშელაშვილმა(2), ადეიშვილმა(1), ტანკოსიჩმა(1), ვლაჰოვიჩმა(1), ჩიქოვანმა(1), ბითაძემ(1) და მაგრაქველიძემ გამოიჩინეს.
საბოლოო ჯამში, საქართველომ ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა და როგორც უკვე მოგახსენეთ, საფრანგეთს მე-9 ადგილისთვის დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.